გრიგოლ ვაშაძე „ევროპულ საქართველოზე“ - ვითომ ოპოზიცია იძახის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშისთვის მოდის - წყალწაღებული ბიძინას ეჭიდებოდაო, ეგრეა მაგათი საქმე

ვაი ოპოზიცია და ვითომ ოპოზიცია იძახის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშისთვის მოდის - წყალწაღებული ბიძინას ეჭიდებოდაო, ეგრეა მაგათი საქმე, - ასე პასუხობს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერების დღევანდელ განცხადებებს.

„ამ წუთებში, ვაი ოპოზიცია და ვითომ ოპოზიცია იძახის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშისთვის მოდის და არ მისცეთ ამის საშუალებაო. გვარებს არ დავასახელებ და თქვენ იცით, ისინი არიან დემოკრატები და ზალიკო უდუმაშვილი რევანშისთვის მოდის? გაგიგიათ ასეთი უტიფარი თავხედობა? მაგრამ, წყალწაღებული ბიძინას ეჭიდებოდაო, ეგრეა მაგათი საქმე“,- აღნიშნა ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს ხელისუფლება ცდილობს ორი პოლიტიკური პოლუსი წარმოაჩინოს, სადაც ერთის მხრივ ჭაობი და უიმედობაა, ხოლო მეორეს მხრივ ნერგავს წარსულის დაბრუნების შიშს, რაშიც „ნაციონალურ მოძრაობას“ იყენებს.

„ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რაიმე ფორმით დავიჯერო რასაც ისინი ამბობენ, ვიყავი იმ პარტიაში და ჩემთვის ნულოვანი ფასი აქვს ხელისუფლების ბრალდებებს, არეულობასთან და რევანშთან მიმართებით, მაგრამ თუ ხარ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, არ უნდა მისცე ხელისუფლებას საშუალება შენით შეაშინოს ხალხი და უარესის შიშით აარჩევინო ცუდი“,- აღნიშნა ბაქრაძემ ამომრჩეველთა შეხვედრაზე.

„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ კი განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს იყენებს, როგორც სასარგებლო საფრთხობელას.

როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, ხელისუფლება ვერასდროს მოატყუებს ხალხს, თუ „უნებლიეთ ოპოზიცია მათ თამაშს არ ითამაშებს“.

„სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან, მათ შორის ვაშაძე, მათ შორის სააკაშვილი, საუბრობენ არეულობაზე, იმუქრებიან რევოლუციებით, იმუქრებიან ჩამორთმევებით და ა.შ. შურისძიება არის ძალიან ძლიერი გრძნობა, შურისძიებამ შეიძლება მთები გადადგას, მაგრამ ვერასდროს სახელმწიფოს და ქვეყანას ვერ ააშენებს.

ამიტომ, როდესაც შენ ვერ გააცნობიერებ წარსულს, შენს შეცდომას, მაშინ შენ ხელისუფლებასთან მისაშვები არ ხარ.

მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილი იყენებს, როგორც სასარგებლო საფრთხობელას, ეს არის პრობლემა და ამასაც უნდა ვუთხრათ არა. თუ გვინდა გავარღვიოთ მოჯადოებული წრე და არ ვიყოთ ციყვივით, რომელიც ერთ ადგილზე ბორბალს ატრიალებს და ჰგონია, რომ წინ მიდის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

იხილეთ ვიდეო: "ვითომ ოპოზიცია იძახის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რევანშისთვის მოდის - წყალწაღებული ბიძინას ეჭიდებოდაო" - გრიგოლ ვაშაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა