მიშა ტყებუჩავა - ბათუმში „სიკეთის სახლის“ მშენებლობა განახლდა

ბათუმში „სიკეთის სახლის“ მშენებლობა განახლდა. აღნიშნული პროექტი ორი წლის განმავლობაში იყო შეჩერებული, რის გამოც 19 დღის განმავლობაში, პროექტის იდეის ავტორი, მიშა ტყებუჩავა შიმშილობდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტყებუჩავამ განუცხადა, თავდაპირველად აღნიშნული იდეის განხორციელებაში ძირითადი სამუშაოების ჩატარების სურვილი ბათუმში, თურქეთის საკონსულომ გამოთქვა, თუმცა კონსულის შეცვლის შემდგომ ეს საკითხი უვადოდ გადაიდო. მისივე განცხადებით, ორი წლის შემდეგ სახლის მშენებლობაში დახმარების სურვილი, მოქალაქე კახა მანჯავიძემ გამოთქვა, დღეს კი მშენებლობა დაიწყო. ტყებუჩავას ინფორმაციით, „სიკეთის სახლში“ აჭარაში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული 10 ოჯახი შესახლდება, მათ შორის არიან შშმ პირებიც. ასევე, იგეგმება სარეაბილიტაციო და პალეატიური ცენტრის და სახელოსნოს გახსნაც.

„თურქეთის საკონსულოსგან იყო დაპირება, რომ დაასრულებდნენ ამ პროექტს. შემდგომ შეიცვალა კონსული, რომელმაც ამ საქმეს ხელი არ მოკიდა, რადგან მე არაფერი ვიციო და 2 წელი გვამყოფეს ტყუილების თქმაში. შეჩერებული იყო მშენებლობა, ამიტომ დავიწყე შიმშილობა და მე-19 დღეს გამოჩნდა კახა მანჯავიძე. გაგრძელდა მშენებლობა და შევწყვიტე შიმშილობა“, - აღნიშნა მიშა ტყებუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა