დიდუბის რაიონში წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა აკაკი წერეთლის გამზირზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული მილების დემონტაჟი უკვე განხორციელდა. 350 გრძივ მეტრზე სანიაღვრე და წყალარინების ქსელი ეწყობა. ასევე, მოეწყობა 200 მმ-იანი წყალარინებისა და 300 მმ-იანი სანიაღვრე გოფრირებული მილები.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აკაკი წერეთლის გამზირის N67, 69, 71, 73ა-სა და 73 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობისთვის მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება, რადგან უხვი ნალექების დროს აღნიშნულ მისამართზე მდებარე სადარბაზოები მუდმივად იტბორებოდა.

წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც თვის ბოლომდე დასრულდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენ ეს გრუპი“ ახორციელებს.

მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდგომ, დიდუბის რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი