რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან 6 კლინიკა ,,რუსთავში“  რჩება, 2 მოზარდი კი თბილისში გადმოიყვანეს

რუსთავში, მე-19-ე მიკრო რაიონში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან, 6 ამ დრომდე კლინიკა ,,რუსთავში“ რჩება. ორი პაციენტი - 9 წლამდე ასაკის გოგონა და 14 წლის ბიჭი თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკებში არიან გადაყვანილი.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კლინიკა ,,რუსთავის“ ექიმმა ლევან ფსუტურმა განაცხადა, სულ კლინიკაში დღეს 11 პაციენტი შევიდა.

„აქედან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა გოგონა. შემოვლისთანავე ის გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე და საოპერაციო ბლოკში. ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა და შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილი იქნა თბილისის კლინიკაში. გოგონას მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ჰქონდა. მეორე მოზარდი, რომელსაც ჰქონდა კოჭის ღია მოტეხილობა და უცხო სხეული სახსრის არეში, ისიც გადაყვანილია თბილისში, პროფილურ კლინიკაში“, - განაცხადა კლინიკის ექიმმა ლევან ფსუტურმა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისათვის 6 პაციენტი რჩება, მათგან ზოგი იმყოფება დაკვირების ქვეშ, ორი პაციენტი საოპერაციო ბლოკში გადაჰყავთ.

დღეს, დაახლოებით 12:30 საათზე, რუსთავში, მე-19-ე მიკრო რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ფიზიკური პირის ავტოფარეხის დემონტაჟის დროს, დაქირავებულ მუშებს მუშაობისას ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხბურთის სტადიონში და ეზოში ჯამში 14 ადამიანი დაშავდა, მათგან 11 კლინიკა ,,რუსთავში“, 2 კი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი, დაშავებულებიდან 5 მცირეწლოვანია.

იხილეთ ვიდეო: როგორ გადმოჰყავთ რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისში

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს