სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას - მე მოვდივარ პრეზიდენტად იმისთვის, რომ ვიყო თქვენთან, ვიყო მოძრავი და ახლოს მდგომი პრეზიდენტი

მე ვიქნები თქვენთან ახლოს, მე არ ვაპირებ ვიყო გამოკეტილი სადღაც სასახლეში და იქიდან აღარ გამოვდიოდე, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ვარკეთილში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ის იქნება ხალხის გვერდით.

„მე, როგორც საზოგადოების პრეზიდენტი, ვიქნები თქვენს გვერდით. მე ვიქნები თქვენი ხმა, რომ მივიტანოთ ეს ხმა იქ სადაც საჭიროა - ადგილობრივ ხელისუფლებასთან თუ კანონმდებელ პარლამენტთან, რომელიც გადმოვა თბილისში და უფრო ახლოს იქნება, თუ აღმასრულებელი ხელისუფლებასთან. მე ვიქნები თქვენთან ახლოს, მე არ ვაპირებ ვიყო გამოკეტილი სადღაც სასახლეში და იქიდან აღარ გამოვდიოდე. მე მოვდივარ პრეზიდენტად იმისთვის, რომ ვიყო თქვენთან, ვიყო მოძრავი და ახლოს მდგომი პრეზიდენტი", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს