თბილისში, შუახნის მამაკაცი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამავე ბინაში მყოფი სამი ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა და სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამვლას უკავშირდება. ამასთან, არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ირანის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა