სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

სალომე ზურაბიშვილის შტაბის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა და მათ საკუთარი ხედვები გააცნო.

„ნამდვილი თბილისური მარათონი შედგა. ძალიან ბედნიერი ვარ იმ ხალხმრავლობით, რომელიც თბილისის უბნებში მხვდება. ჩემი მთავარი გზავნილები ახლა უკვე არის შეჯამება იმ კამპანიის, რომლის დროსაც სხვადასხვა თემები წარვადგინე. მე მგონი, მთავარი მაინც არის ის, რომ არა დაპირისპირებას, არა კონფრონტაციას, არამედ, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი საქართველო, სადაც ყველანი ერთად ამ ქვეყნისთვის, ამ სახელმწიფოსთვის ვიზრუნებთ და პირველ რიგში, ამას საკუთარ თავზე აიღებს ქალი პრეზიდენტი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა