თბილისში იაპონური კულტურის ღონისძიებების ციკლი გაიმართება

იაპონიის საელჩოს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული და ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმების ორგანიზებით, 23-25 ოქტომბერს, თბილისში ჩატარდება კულტურული ღონისძიებების ციკლი, სახელწოდებით - „ტოკუგავა და სხვა ოსტატები“. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ციკლი მოიცავს იაპონური კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების საჯარო ლექციებს.

22 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება აღნიშნული ღონისძიებების ციკლის გახსნის ცერემონია.

„ტოკუგავა და სხვა ოსტატები“ - ამ სახელწოდების ღონისძიებების ციკლში მონაწილეობენ იაპონიის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი პირების შთამომავლები: ნარიმასა ტოკუგავა (ტოკუგავა შოგუნატის ოჯახის, მიტოს შტოს მე-15 თავკაცი), კაკიემონ საკაიდა (იაპონური ფაიფურის, კაკიემონის ოჯახის მე-15 თავკაცი), ნაოკო მაცუდაირა (იაპონური ჩაის ცერემონიის „ურა სენკეს“ სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი; მისი მეუღლე – ჰიდეჰისა მაცუდაირა არის სამურაების ერთ-ერთი უძველესი იაპონური კლანის, მაცუდაირას კლანის მე-13 თავკაცი, რომელიც ტოკუგავა მიტოს ოჯახის გავლენიანი შტოა). ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში ცნობილი შიოდოს - იაპონური კალიგრაფიის ოსტატი აკემი ლუკასი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიებების განრიგის და დეტალური ინფორმაციის ნახვა იაპონიის საელჩოს ვებ-გვერდზე: https://www.ge.emb-japan.go.jp/itpr_ka/tokugawa_geo.html არის შესაძლებელი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა