მურმან დუმბაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძემ მას სახარებაზე დააფიცა, რომ  გამარჯვების შემდეგ  დუმბაძე  ოპოზიციაში არ წავა

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, მურმან დუმბაძის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მას სახარებაზე დააფიცა, რომ გამარჯვების შემდეგ დუმბაძე ოპოზიციაში არ წავა. ამის შესახებ დუმბაძემ ბათუმში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, საზაფხულო თეატრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დუმბაძემ სიტყვით გამოსვლისას ამომრჩევლებს 28 ოქტომბერს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„გაერთიანება ნამდვილად შემდგარია. მე აქ ვხედავ ყოფილ ხუთიანებს, ყოფილ ორმაცდათიანებს და ყოფილ ორმოცდაერთიანებს. მე აქ ვხედავ ყველა ყოფილებს. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ხელი არ წაგიცდეს ბიულეტინებზე, ეს არჩევნები არის მოგებული და 28-ში, 20:15 საათზე, გაღიარებინებთ დამარცხებას.

2012 წლის 2 ოქტომბრიდან ძალაუფლება პოლიტიზირებულმა სუს-მა და არაფორმალურმა მმართველმა ჩაიგდეს ხელში. გაყალბებული არჩევნების შედეგად ჩვენ პარლამენტში მივიღეთ ვითომ ოპოზიცია, სახელით „ევროპული საქართველო".

29 ოტომბერს, ავლაბრის რეზიდენციაში შედის გრიგოლ ვაშაძე და წერს შემდეგი შინაარსის ტექსტს: საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აღუდგეს მოქალაქეობა. მე იმ პირობით არ წავალ ოპოზიციაში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თუ პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობას დაუბრუნებს",- განაცხადა მურმან დუმბაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა