იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ორდღიანი მედია სემინარი კახეთში „ლოპოტა სპა რეზორტში" ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის (EU4Justice) ხელშეწყობით ჩატარდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ახალი კონსტიტუცია და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციები, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი სასამართლო სისტემა, მოსამართლეთა გამწესება და განათლება, გადატვირთულობის პრობლემა სასამართლოში- ეს ის საკითხებია, რაზეც სემინარის მონაწილეებმა ისაუბრეს. სხვადასხვა აქტუალურ თემებზე მოხსენება გააკეთეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და საბჭოს წევრებმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა სასამართლო რეფორმის პროცესში მედიის როლის შესახებ ჟურნალისტების მოსაზრებები მოისმინეს.

სამუშაო შეხვედრას დამოუკიდებელი ინსპექტორი, სხვადასხვა მედიასაშუალებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგნლები დაესწრნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს