ეკა ბესელია - მინისტრები პარლამენტში პერსონალურად ბატონ კახიძეს ან ბატონ გოცირიძეს ვერ ეწვევიან

პარლამენტში მინისტრები მოდიან და მოვლენ, მათ შორის ძალოვანი უწყების მინისტრებიც, მაგრამ არა სპექტაკლებისთვის და შოუების გასამართად, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პარლამეტში ძალოვანი უწყების მინისტრების პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ მოდიან მინისტრები პარლამენტში, როდესაც მათ ოპოზიცია იბარებს, ბესელიამ აღნიშნა, პერსონალურად ოთარ კახიძეს და რომან გოცირიძეს ვერ ეწვევიან.

"2012 წლის დეკემბრიდან დავასრულეთ ეტაპი, როდესაც მინისტრები არ დადიოდნენ პარლამენტში და ისინი თავად იბარებდნენ პარლამენტის წევრებს. 2013 წლიდან დავიწყეთ საპარლამენტო კონტროლის განხორციელება და ნურავინ შექმნის იმის ილუზიას, რომ მინისტრების პარლამენტში დაბარება უცხო ხილია. პარლამენტში მინისტრები მოდიან და მოვლენ, მათ შორის ძალოვანი უწყების მინისტრებიც, მაგრამ არა სპექტაკლებისთვის და შოუების გასამართად, არამედ იმისთვის, რომ კითხვებზე პასუხები ჰქონდეთ. პერსონალურად ბატონ კახიძეს ან ბატონ გოცირიძეს ვერ ეწვევიან. ისინი მოდიან პარლამენტში,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა