ოთარ კახიძე - რატომ სარგებლობს ხელშეუხებლობით ვიღაც მოკრიმინალო, ნახევრად გასამხედროებული, გაუგებარი ბიზნესების დამლაგებელი ფიგურა - ოთარ ფარცხალაძე?!

რატომ სარგებლობს ხელშეუხებლობით და რატომ ხუჭავს პარლამენტი თვალს ვიღაც მოკრიმინალო, ნახევრად გასამხედროებულ, რაღაც გაუგებარი ბიზნესების დამლაგებელ თუ მომგვარებელ ფიგურაზე - ოთარ ფარცხალაძეზე?! - აღნიშნული კითხვით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, უმცირესობის დეპუტატმა ოთარ კახიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიმართა.

როგორც კახიძემ განაცხადა, დროა პარლამენტი თავის ადგილზე დადგეს და ფარცხალაძესთან დაკავშირებულ ყველა ფაქტზე სათანადო რეაგირება მოითხოვოს.

“ძალიან შეშფოთებული იყავით, როცა ერთ-ერთ ბარში გენერალური აუდიტორი ოთარ ფარცხალაძემ და მისმა თანხმლებმა პირებმა სცემეს. მაშინ ყველანი, მათ შორის ჩემი კოლეგები უმრავლესობიდან ვითხოვდით გამოძიებას და შესაბამის რეაგირებას. გენერალური აუდიტორი ახლა საზღვარგარეთაა, რადგან საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ მიიჩნევს. კადრები არსებობს, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ოთარ ფარცხალაძე კონკრეტულ დანაშაულს სჩადის. ის გენერალურ აუდიტორს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით დაესხა თავს. ასევე შემდგარი და დადასტურებული ფაქტია, რომ ოთარ ფარცხალაძემ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჩაიდინა და ციხიდან გაიყვანა ყოფილი პრემერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ამას ადასტურებს სტასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება“, - მიმართა კახიძემ ირაკლი კობახიძეს.

“დასრულდება საარჩევნო პროცესი და ყველა საკითხს მივხედავთ, საგამოძიებო კომისიით დაწყებული და სხვა გამოძიებებით დამთავრებული“, - ასეთი იყო კობახიძის საპასუხო განცხადება ბიუროს სხდომაზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო