დავით ჭიჭინაძე - პარლამენტში იმდენად მუნჯი ადამიანები სხედან, მინისტრს რომ უყურებენ, კითხვის დასმისაც კი ერიდებათ

2016 წელს 48% ძლივს აიღო „ოცნებამ“ და სალომეს როგორ ექნება 53%, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძემ განაცხადა, ქვეყანაში კრიზისი ღრმავდება, რაც ხელისუფლების არასწორმა ქმედებებმა გამოიწვია. დეპუტატი განსაკუთრებით მის კოლეგებს აკრიტიკებს.

„თავმოყვარე მინისტრი არ უნდა მივიდეს იმ პარლამენტში. პარლამენტს ჰქვია ვითომ მაკონტროლებელი ორგანო, მაგრამ იმდენად მუნჯი ადამიანები სხედან, მინისტრს რომ უყურებენ, კითხვის დასმისაც კი ერიდებათ. მე არ ვგულისხმობ რამდენიმე ადამიანს, რომელსაც საზოგადოებაც კარგად ხედავს. დანარჩენები არც კითხვას სვამენ, არც სურვილი უჩნდებათ, ერთადერთი რაც უჩნდებათ მინისტრის დანახვაზე, საკუთარი თხოვნებია. ვფიქრობ, ძალიან მაგრად ღრმავდება კრიზისი. დიდი უკმაყოფილებაა საზოგადოებაში, რომელსაც ეს არჩევნები უფრო გააღრმავებს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

იხილეთ ვიდეო: 360 გრადუსი"თავმოყვარე მინისტრი არ უნდა მივიდეს იმ პარლამენტში, იმდენად მუნჯი ადამიანები ზიან, რომ კითხვის დასმისაც კი ერიდებათ" - დავით ჭიჭინაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო