ეკა გიგაური - თეა წულუკიანი ჭორაობს საერთაშორისო ფორუმზე, რითაც  დარტყმას საკუთარ თავს აყენებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის კრიტიკას „სამოქალაქო სექტორზე სრულიად უადგილო შეტევად“ აფასებს.

როგორც გიგაურმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში, კოპენჰაგენის საერთშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე წულუკიანის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ დაკავშირებით გაკეთებული კრიტიკული განცხადების პასუხად აღნიშნა, წულუკიანი საერთაშორისო ფორუმზე ჭორაობით დარტყმას საკუთარ თავს და ქვეყანას აყენებს.

„იმის მაგივრად, რომ პასუხი გასცეს ბრალდებებს, რომელიც სავარაუდო კორუფციასთან და კონკრეტული ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით არსებობს, პირად თავდასხმებზე გადმოდის და სამოქალაქო სექტორზე სრულიად უადგილო შეტევებს აგრძელებს.

მაშინ, როდესაც სტრუქტურულ რეფორმებს ვითხოვდით ანტიკორუფციული მიმართულებით, იგნორირებას უკეთებდა ამ მოთხოვნას. არ დაუჭირა მხარი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის ინიციატივას, რომლის საჭიროებაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩინა.

ამის სანაცვლოდ იმეორებს დაუსაბუთებელ ბრალდებებს და ფაქტობრივად ჭორაობს საერთაშორისო ფორუმზე, რითაც პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებს დარტყმას და წამოაჩენს არასერიოზულად და შემდეგ ქვეყანას, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განუცხადა გიგაურმა „ინტერპრესნიუსს“.

თეა წულუკიანმა კოპენჰაგენის საერთშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, 7 ნოემბრის აქციის დაშლაში „საკუთარი წვლილის“ შეტანაში დაადანაშაულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო