ჯორჯ სოროსის სახლთან, საფოსტო ყუთში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის სახლთან, საფოსტო ყუთში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე დაყრდნობით გამოცემა New York Times წერს.

მისი ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ უესტჩესტერში მოხდა. შეტყობინება საეჭვო ნივთის შესახებ პოლიციაში ადგილობრივი დროით 15:45 საათზე შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოწყობილობა გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს.

New York Times-ის ინფორმაციით, ჯორჯ სოროსი ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა.

პოლიციამ საქმე გამოძიების ფედერალურ ბიუროს გადასცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო