გამოკითხვის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს ხმას 31 % მისცემდა, გრიგოლ ვაშაძეს - 27 %, მესამე ადგილზე 11 %-ით კი დავით უსუფაშვილია

ipn.ge-ზე, ambebi.ge-სა და kvirispalitra.ge-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის 31 %-ით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

27 %-ით მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, მესამეზე 11 %-ით კი, დავით უსუფაშვილი.

ამასთან, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? – 5-5 %-მა განაცხადა, რომ მხარს დავით ბაქრაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს უჭერს, 3 % მიიღო შალვა ნათელაშვილმა, 6 %-მა აირჩია პასუხი „სხვა“, 12 %-მა კი განაცხადა, რომ ხმას არც ერთ კანდიდატს არ აძლევს.

გამოკითხვა ipn.ge-ზე, ambebi.ge-სა და kvirispalitra.ge-ზე 22-23 ოქტომბერს მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 24 453-მა მოქალაქემ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პორტალებზე იგივე თემაზე გამოკითხვა 2-3 ოქტომბერსაც ჩატარდა. მაშინ საპრეზიდენტო კანდიდატების - სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა რაოდენობა თანაბრად გაიყო. უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაში მონაწილეთა 28 %-28 %-მა აირჩია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა