საქართველოში 2020 წლის იანვარში დანაშაულის 5 334 ფაქტი დაფიქსირდა

2020 წლის იანვარში, საქართველოში დანაშაულის 5 334 რეგისტრირებული ფაქტი დაფიქსირდა. აქედან 1314 საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნა. ეს მონაცემი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 400 შემთხვევითაა შემცირებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან საჯარო წესით გამოთხოვნილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, საანგარიშო პერიოდში, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე 1014 საქმე აღიძრა, მათ შორის 481 საქმე ოჯახში ძალადობას ეხებოდა. მათგან 262 საქმე კი საგამოძიებო უწყებამ გახსნა. რაც შეეხება, ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ასეთი იანვრის თვეში 5 რეგისტრირებული ფაქტი იყო. როგორც საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყებამ იანვრის თვეში გაუპატიურების მუხლით 7 საქმე აღძრა, 2 მათგანი კი გახსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის იანვარში სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული 299 დანაშაული დააფიქსირა, აქედან 13 გახსნილია, მათ შორის, ყველაზე მეტი 250 შემთხვევა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

საანგარიშო პერიოდში სამართალდამცავებმა სატრანსპორტი დანაშაულის 436 რეგისტრირებული შემთხვევა დააფიქსირეს, მათ შორის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე 434 საქმე აღიძრა. მათგან 29 შემთხვევა კი დაზარალებულის სიკვდილით დასრულდა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ 313 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა. მათგან 218 მუქარის საქმეზე, 3 ტრეფიკინგზე. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იანვრის თვეში საკუთრების წინააღმედეგ მიმართული 1998 დანაშაული დააფიქსირა, მათ შორის 1548 იყო ქურდობა.

სამართალდამცავებმა საანგარიშო პერიოდში 384 ნარკოტიკული დანაშაულის ფაქტი დააფიქსირეს, რომელთაგანაც 287 საქმე გახსნილია. იანვარში ასევე დაფიქსირდა 180 კომპიუტერული დანაშაული, 48 სამოხელეო დანაშაული, ერთი კი ტერორიზმის საქმე.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს