პრემიერი - დონეცკის და ლუგანსკის აღიარება რუსეთის მიერ კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ და სამწუხაროდ, იმეორებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას 2008 წელს

დონეცკის და ლუგანსკის აღიარება რუსეთის მიერ არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ და სამწუხაროდ იმეორებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას 2008 წელს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ ,,ტვიტერ“ გვერდზე წერს.

,,ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი