დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე
პაატა იმნაძე

დაიბადა 1953 წლის 11 თებერვალს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1976 წელს.

1979-1991 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის და იმუნოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1991-1994 წლებში დოცენტი; 1989-1992 წლებში ეპიდემიოლოგიის და ჰიგიენის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილე.

1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე — „ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა ნაწლავის მიკროფლორა და იმუნური სტატუსი“.

2003-2006 წლებში იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტროპიკულ დაავადებათა კვლევის საკოორდინაციო საბჭოს წევრი. 2004-2011 წლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის იმუნიზაციის ექსპერტთა კომიტეტის წევრი.

1992-2010 წლებში მუშაობდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორად;

2010-2013 წლებში — სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელად;

2013 წლიდან კი გენერალური დირექტორის მოადგილეა. 1997 წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კათედრის დოცენტი;

1997–1998 წლებში მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერ მუშაკი;

2005 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.

პაატა იმნაძეს არის ღირსების ორდენის კავალერი (2003), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საპატიო მედლისა (2002) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (2014). თბილისობასთან დაკავშირებით, 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

ავტორია 105 სამეცნიერო ნაშრომისა და მიკრობიოლოგიის ორი სახელმძვანელოსი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი
გიორგი ქობულია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი
მაია ცქიტიშვილი
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
დავით ზალკალიანი
პაატა იმნაძე - ჯერ წითელას გავრცელება პრობლემატური არ არის, მაგრამ, შესაძლოა, მოიმატოს - სხვათა შორის, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი წითელას შემთხვევებიც გვაქვს
პაატა იმნაძე - ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკმა უკვე გადაიარა, ეს მაჩვენებელი კლებისკენ მიდის
პაატა იმნაძე - მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ვაქცინები, რომელიც მორგებული იქნება კორონავირუსის ახალ შტამებზე - საქართველოში თავად კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი დღეს 3%-ია
პაატა იმნაძე - არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი!
პაატა იმნაძე - გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 30 ათასი დოზა მარაგში გვაქვს - კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს თუ აიცრები, ხვალ დაცული არ ხარ, 2 კვირამდე სჭირდება იმუნიტეტის გამომუშავებას
პაატა იმნაძე - ბავშვი, რომელიც  ბაღში დადის, წელიწადში 18-ჯერ რომ გაცივდეს, ნორმაა
პაატა იმნაძე - არაფერი განსაკუთრებული არ ხდება - წინა წლებში პირბადის ტარება იცავდა მოსახლეობას, დღეს ნიღაბი არავის უკეთია, შეიძლება ითქვას, რომ „აიშვეს“ და ვირუსებიც ამიტომ დაუბრუნდა „ჩვეულ ადგილს“
პაატა იმნაძე - ჩუტყვავილა არის, ბევრი შემთხვევაა, მაგრამ  ეს ჩვეულებრივი ამბავია - ჩუტყვავილას შემთხვევები ყოველ მესამე წელიწადს არის ხოლმე ძალიან ბევრი
ანონსი  7 ივნისი
ევროკავშირის ელჩმა და ჯანდაცვის მინისტრმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერეს
კელი დეგნანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იმყოფებდა
ანონსი  6 ოქტომბერი
ანონსი  30 სექტემბერი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
პაატა იმნაძე - „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არ მგონია, დიდი ეპიდემიის სახე მიიღოს - მზადყოფნა გვაქვს
ზვიად ტომარაძე თენგიზ ცერცვაძეს პასუხობს
თენგიზ ცერცვაძე - ნუ გავთამამდებით, ჯერ ნუ ვიტყვით უარს პირბადის ტარებასა და ვაქცინაციაზე - გულისტკივილით ვნახე, რომ გუშინ სულ 124 ადამიანი აიცრა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.02.2022
გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს