განათლება:
2008 – 2011 წწ. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი - დოქტორანტურა, მინიჭებული სამეცნიერო ხარისხი: სამართლის დოქტორი (Dr.iur), ჰამბურგის უნივერსიტეტი.
2006-2007 წწ. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი - მაგისტრატურა; მინიჭებული ხარისხი : სამართლის მაგისტრი (LL.M.), ჰამბურგის უნივერსიტეტი.
2005-2006 წწ. ჰამბურგის მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტი (სამეცნიერო მივლინება).
2003 წ. ზაარლანდის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობისა და ეკონომიკური მეცნიერებების ფაკულტეტი (სასწავლო მივლინება).
2000-2005 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; მინიჭებული კვალიფიკაცია: იურისტი (მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი).
საქართველოსა და გერმანიაში სწავლის პერიოდში იყო პრეზიდენტის, მემედ-აბაშიძის სახელობის, გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის და კონრად-ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი.
სამუშაო გამოცდილება:
2021.01.აპრილი - დღემდე საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2019-2021 წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; მინისტრის მოადგილე.
2017-2019 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი.
2016 წ. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; მინისტრის მოადგილე.
2015-2016 წწ. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი; აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
2012-2015 წწ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; მინისტრის მოადგილე.
2012-2013 წწ. სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, ცენტრის უფროსი.
2011- 2012 წწ. იურიდიული კომპანია „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“(მკდ) იურისტი, გერმანული მიმართულების ხელმძღვანელი.
აკადემიური საქმინაობა:
2019 წ. კავკასიის უნივერსიტეტი; სრული პროფესორი.
2015-2016 წწ. სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი; მოწვეული ლექტორი.
2015 წ. საქართველოს უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი.
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და სამი შვილი.