"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე
გიორგი ბოკერია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი კვალიფიკაციით ისტორიკოსი; დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ლისტერის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1992-1993წწ. მუშაობდა გაზეთ "მიმომხილველში" ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ პოლიტიკური განყოფილების უფროსად; 1996 წელს ლ. რამიშვილთან, გ. თარგამაძესთან და დ. ზურაბიშვილთან ერთად დააფუძნა ლიბერალური საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების არასამეწარმეო და არაპარტიული საზოგადოება "თავისუფლების ინსტიტუტი"; 1989–1995წწ. სტუდენტური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი; რადიო-გადაცემა "პიკის-საათის" პოლიტიკური მიმომხილველი(1993); 1995-1996წწ. გაზეთ "არგუმენტის" პოლიტიკური განყოფილების უფროსი; ტელეარხი "რუსთავი2"-ის გადაცემა "აქცენტების" ავტორი და წამყვანი(1996), საინფორმაციო პროგრამა "კურიერის" კორესპოდენტი; 1994 წელს იმყოფებოდა აშშ-ში სტაჟირებაზე და მუშაობდა მედისონის(აიოვას შტატი) ადგილობრივ გაზეთში; აქვს საგაზეთო სტატიები და რამდენიმე პუბლიკაცია რუსულ და ინგლისურ ენოვან გაზეთებში; 1996-2004წწ. "თავისუფლების ინსტიტუტი" - ადამიანის უფლებათა პროგრამების კოორდინატორი, უფროსი იურიდიული მრჩეველი; 2008-2010წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 2010-2013წწ. უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში.

· ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე–პრეზიდენტი (2005-2008);

· ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი (2007-);

· ნატოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრი (2004-);

· პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ერთ-ერთი ლიდერი;

· საქართველოს დროებითი სტუდენტური კავშირი, წევრი (1991-1992);

· სტუდენტური გაერთიანება "პრეს-კლუბი", წევრი (1991-1992);

· საქართველოს ახალგაზრდული ქრისტიანულ-დემოკრატიული ასოციაცია, წევრი (1993-);

· საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2007-);

· საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის, წევრი (2004-2008);

· საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2008);

· საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2004-2008);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო", წევრი (2017-);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2016-2017).

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი
მაია ცქიტიშვილი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი
მამუკა ბახტაძე
გიგა ბოკერია - საზოგადოების პროტესტმა ისე უნდა შეარყიოს ეს რეჟიმი, რომ მათ ძალაუფლების დათმობასთან შეგუება მოუწიოთ
გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი შეშინებულია
გიგა ბოკერია - აშშ-სთან უარი თქვეს საუბარზე ნატოს სამიტის წინ, ეს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ქვეყნის უტიფარი ღალატის მორიგი დადასტურებაა - მათთვის დემოკრატიულად წერტილის დასმა აუცილებელია
ქართველი დიპლომატები - „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კასკადმა სრულიად ნათლად, 180 გრადუსით შემოატრიალა ქვეყნის საგარეო კურსი - ხელისუფლება გვაშორებს ევროკავშირს
"დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი"  - აშშ-ის კონგრესში დოკუმენტური ფილმის ჩვენება და გამოფენა გაიმართა
გიგა ბოკერია - აქციების სლოგანი უნდა იყოს არა მარტო „არა რუსულ კანონს“, არამედ „არა პუტინისტურ რეჟიმს“, რადგან ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდ არ არის
გიგა ბოკერია - როგორც მეტასტაზები ბრუნდება ორგანიზმში ზოგჯერ, ისე აბრუნებს ივანიშვილი „რუსულ კანონს“ და ამას მშვიდობიანი პროტესტით უნდა დავუპირისპირდეთ
გიგა ბოკერია - სენსაცია იქნებოდა რეჟიმის მიერ ასე სამარცხვინოდ წინასწარ შერჩეული მსხვერპლის შემთხვევაში, როგორიც ლაზარეა, მორჩილ სასამართლოს რამე სხვა განაჩენი გამოეტანა
გიგა ბოკერია - აგენტურ საქმეს ხელისუფლება აკეთებს - აგენტია ის, ვინც მტერსა და მოყვარეს ერთმანეთში ურევს
გიგა ბოკერია - ჩვენი პროგნოზი გამართლდა და სტატუსის მიღების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა ანტიდასავლური პოლიტიკა გააღრმავა - ამაზე პასუხი მშვიდობიანი პროტესტი უნდა იყოს
„ხალხის ძალა“ - პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, ყველა გაიგებს იმის შესახებ, გლობალური ომის პარტიის დავალებით როგორ გაწირა ადგილობრივმა აგენტურამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომისთვის და ტერიტორიების დაკარგვისთვის საქართველო 2008 წელს
გიგა ბოკერია - მუდმივი სპეკულაციაა, ვინ ვისთან შეიძლება, ან არ შეიძლება დაჯგუფდეს - რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვისთან დაჯგუფდება, თუ სერიოზული მხარდაჭერა არ გაქვს? - მხარდაჭერის გარეშე ცვლილება ვერ მოხდება
გიგა ბოკერია - მნიშვნელოვანია, კონტაქტები არსებობდეს და საქართველო დისკუსიაში ფიგურირებდეს - თუ არ გვეყოლება ხელისუფლება, რომელსაც სურს ამ დისკუსიის გამოყენება ნატო-ში გაწევრიანებისთვის, საქმე წინ ვერ წავა
გიგა ბოკერია - ჩვენი დღევანდელი მტერი პირდაპირი მემკვიდრეა ბოროტებისა, რასაც იუნკრები შეეწირნენ - დღესაც იმავე ტიპის გამოწვევის წინაშე ვართ, ამ ისტორიულ მომენტში, უნდა მოვახერხოთ ქვეყნის შიგნით შეკვრა
გიგა ბოკერია - საბოლოო ჯამში, ყველაფერი არა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, არამედ საზოგადოების აქტიურობით წყდება
გიგა ბოკერია - რა თქმა უნდა, იგივე კურსი გაგრძელდება - ღარიბაშვილი მათივე პროპაგანდით საუკეთესო პრემიერი იყო და რომ ჰკითხეს, რატომ მიდიხარო, სხვისი ჯერია ახლაო, საბავშვო ბაღია
გიგა ბოკერია ღარიბაშვილის განცხადებაზე - თქმა, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს რომელიმე ხელისუფლების ბრალია, ეროვნული ინტერესების ღალატია
გიგა ბოკერია - მოლოდინებს ქმნიან, ვინც პარლამენტშია, „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე ვაშაძე, რომ „ახლა თუხთუხს განახებთ, ნახეთ, რა ვუქნათ“, მერე მიდის წუწუნი, რომ „ქართული ოცნება“ მინიმალურ სტანდარტს არ იცავს
ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024