გიორგი თარგამაძე - შიდა პოლიტიკური პროცესების ლოგიკის მთლიანად შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი შიდა პოლიტიკური პროცესების ლოგიკის მთლიანად შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც თარგამაძემ დღევანდელ პოლიტიკურ დებატებისას განაცხადა, საქართველოს დღეს დიდი განახლების პოლიტიკა სჭირდება.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ხელისუფლებას აღარ შესწევს უნარი განახორციელოს რაიმე სახის მოდერნიზაცია ნებისმიერი მიმართულებით.

თარგამაძის აზრით, დიდი განახლების პოლიტიკის გარეშე საქართველო სახელმწიფოდან გადაიქცევა მხოლოდ ტერიტორიად, რომელზეც მშვიდობიან, ცივილიზებულ და დემოკრატიულ დისკუსიას სამუდამოდ დაეკარგება აზრი.

“თუ თქვენ გინდათ დაამარცხოთ პუტინი, გახდით ანტიპუტინი, თუ ჩვენ გვინდა რომ დავამარცხოთ პუტინის რუსეთი, ავაშენოთ ამ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის სრული ალტერნატივა”, – განაცხადა თარგამაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა