რუსი მესაზღვრეები ანაკლიასთან საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

აფხაზეთში დისლოცირებული რუსი მესაზღვრეები სოფელ ანაკლიასთან საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო “აპსნი პრესი” იუწყება, ამის შესახებ აფხაზეთში რუსეთის სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა ვასილი მალაევმა განაცხადა.

;“ეს ცრუ ინფორმაციაა. რუსული სასაზღვრო გემები, რომლებიც აფხაზეთის საზღვაო საზღვარს იცავენ, არ გასულან ქართული წყაროების მიერ დასახელებულ რაიონში”, - განაცხადა მალაევმა.;;

;ქართული მხარის ინფორმაციით, რუსმა მესაზღვრეებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიასთან ახლოს თევზაობისას ორი ანაკლიელი და გალის რაიონის სოფელ ფიჩორას ორი მკვიდრი დააკავეს და სოხუმში გადაიყვანეს. მოგვიანებით, აფხაზურმა მხარემ მხოლოდ ფიჩორელი მეთევზეები გაათავისუფლა.

;

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო