ირაკლი კობახიძე კარლ ჰარცელის განცხადებებზე - არ არის სამართლიანი და ობიექტური, სწორედ ამიტომ არ არის ჩვენთვის საინტერესო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის დღევანდელი განცხადებები სამართლიანი და ობიექტური არ არის.

როგორც კობახიძე განმარტავს, ევროკავშირის ელჩის განცხადებები სამი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტასა და ინსპექტორის სამსახურზე საინტერესო არ არის.

„არცერთი მათგანი არ არის სამართლიანი და ობიექტური. სწორედ ამიტომ არ არის ჩვენთვის საინტერესო. ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა ნებისმიერი ობიექტური შეფასება, მათ შორის, კრიტიკული. სადაც არ არის სამართლიანობა და ობიექტურობა, ჩვენ ნაკლებ ყურადღებას დავუთმობთ ასეთ განცხადებებს“, - აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი პარლამენტის მიერ სამი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, „პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა“. ამასთან, ისაუბრა პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების დანიშვნას შეეხებოდა და აღნიშნა, რომ ვერ ხედავენ ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის მიზეზებს. ჰარცელის შეფასებით, „უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს ვალდებულებებად რჩება“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა