ირაკლი კობახიძე - ევროკავშირი ერთი ხელით დეპოლარიზაციისკენ მოგვიწოდებს და მეორე ხელით პოლარიზაციას აფინანსებს - პრობლემაა, როდესაც პოლარიზაციის დაფინანსება გარედან ხდება!

ევროკავშირი ერთი ხელით დეპოლარიზაციისკენ მოგვიწოდებს და მეორე ხელით პოლარიზაციას აფინანსებს - პრობლემაა, როდესაც პოლარიზაციის დაფინანსება გარედან ხდება! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მას შემდეგ რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ამოქმედდება და შესაბამისი რეესტრი გაკეთდება, საზოგადოება გაიგებს, ვინ აფინანსებს ორგანიზაციას, რომლის მიზანიც საქართველოში პოლარიზაციის გაღვივებაა.

“მაგალითად, არის ორგანიზაცია “სირცხვილია, რომლის მთავარი მიზანი და დანიშნულება პოლარიზაციის გაღვივებაა. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის“ ექსტრემისტული ფრთა. ეს ორგანიზაცია დაფინანსებას პირდაპირ ევროკავშირის წყაროდან იღებს.

ერთ მხარეს არის “სირცხვილია“, მეორე მხარეს არის “ალტ ინფო“, მესამე მხარეს - პრიმაკოვის ფონდი, მეორე მხარეს - რაღაც სხვა ორგანიზაცია და მათი დაფინანსება უცხოური წყაროებიდან ხდება.

ჩვენ ვამბობთ, რომ არც ერთი ამ ორგანიზაციის საქმიანობა არ შეიზღუდება, მაგრამ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ საიდან ფინანსდება და რა მიზნით ფინანსდება. ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს, ხოლო თუ ვინმე ფინანსებს დამალავს, შესაბამისი უწყებები ამითაც დაინტერესდებიან - მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელსაც მონიტორინგის უფლება ექნება.

შეგახსენებთ, რომ იყო ნამახვანჰესის მშენებლობის თემა... კონკრეტული უცხოური წყაროებიდან - შეიძლება ეს იყო რუსული კომერციული წყაროები და შეიძლება - სხვა წყაროები, მაგრამ იყვნენ კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც ამ ჰესის მშენებლობის დაბლოკვაში მონაწილეობდნენ. ამის მთავარი მიზანი კი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების არასათანადოდ უზრუნველყოფა იყო.

როდესაც რეესტრი დაიდება, საზოგადოებას ყველა ორგანიზაციაზე ექნება ინფორმაცია თუ ვინ საიდან ფინანსდებოდა. ამის საფუძველზე შეიძლება საზოგადოებამ საკუთარი დასკვნა ჩამოიყალიბოს თუ ვის ინტერესებში შედიოდა ჰესის დაბლოკვა და რატომ ფინანსდებოდა საწინააღმდეგო მოქმედებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო