კახა კალაძე - სამწუხაროა, რომ ღიად ხდება უცხო მთავრობების მხრიდან ოპოზიციის დაფინანსება - ეს ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით

სამწუხაროა, რომ ღიად ხდება უცხო მთავრობების მხრიდან ოპოზიციის დაფინანსება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც კალაძე აღნიშნავს, ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა, რასაც ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

“უკვე პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ზღვარი არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთილია. სამწუხაროა, რომ უკვე ღიად ხდება უცხო მთავრობების მხრიდან ოპოზიციის დაფინანსება. ეს ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეში ჩარევა, რაც ძალიან მძიმეა. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მოჰყვება ყოველთვის რეაგირება. თანამედროვე სამყაროს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება რეალურად, ვინ არიან კონკრეტული ქვეყნები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობენ, აგიტაციასა და საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები”,- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც კალაძემ განაცხადა, "რადიკალური პოლიტიკოსები და პარტიები ყველა ერთია".

"შეიძლება დაყოფილები იყვნენ და სხვადასხვა დაჯგუფებად მოევლინონ საზოგადოებას, თუმცა ყველამ კარგად იცის ვინ რას წარმოადგენს, ვის რა წარსული აქვს, რით იყო დაკავებული. მათ ყველას ერთი პატრონი ჰყავს. ყველა იმართება გარედან და მათი მთავარი ამოცანაა საქართველოს გამოყენება მოხდეს კონკრეტული გარე ქვეყნების ინტერესების გასატარებლად”,- განაცხადა კალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს