გამოფენა - ‘’პიკასო საქართველოში’’ ხვალ თბილისში გაიხსნება

ხელოვნების; მუზეუმში ხვალ გამოფენა - ‘’პიკასო საქართველოში’’ გაიხსნება.

ექსპოზიციაზე პაბლო პიკასოს 34 ლინოგრავიურა იქნება წარმოდგენილი, რომელთა უმეტესობა 1962 წელს არის შესრულებული. ასევე, გამოფენილი იქნება XX ს-ის 30-იან წლებში შექმნილი 3 ოფორტი და 3 გრაფიკა.

თბილისის გამოფენა 28 ივნისიდან; 2 აგვისტომდე გასტანს. 8 აგვისტოს კი პიკასო ბათუმში, აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება.

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი, კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ბანკი ‘’რესპუბლიკა’’, აჭარის კულტურისა და განათლების სამინისტრო და რამდენიმე კერძო კომპანია.

გემოფენაზე ექსპონირებული იქნება საფრანგეთის იონის დეპარტამენტის ქალაქ ვეზელეს ზერვოსის მუზეუმის კოლექციებში დაცული პიკასოს ნამუშევრები.

ზერვოსის მუზეუმი ცნობილი ფრანგი მწერლის რომენ როლანის (1866-1944) სახლშია განთავსებული. მუზეუმში დაცულია პიკასოს, კალდერის, ჯაკომეტის, ერნსტის, ჰელიონის, მიროს, კანდინსკისა და სხვა ცნობილ მხატვართა ნამუშევრები.

2008 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და საფრანგეთის იონის გენერალური საბჭოს პრეზიდენტმა, სენატორმა ანრი დე რენკურმა ხელი მოაწერეს თანამშრობლობის ხელშეკრულებას, რომელიც ფიროსმანისა და პიკასოს გაცვლითი გამოფენების მოწყობას ისახავდა მიზნად. 2008 წლის შემოდგომაზე ზერვოსის მუზეუმში ფიროსმანის 17 ნამუშევარი გამოიფინა. საქართველოში კი პაბლო პიკასოს ნამუშევრები ჩამოიტანეს, რომელიც 23 მაისს სიღნაღის მუზეუმში გამოიფინა.

ეროვნული მუზეუმის პრესსამსახურის ცნობით, სიღანაღის გამოფენა ვიზიტორთა მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა.; გენიალური მხატვრის ნამუშევრები 17 000-მა ადამიანმა დაათვალიერა.

2009 წელი პიკასოს წლად მიიჩნევა და მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებში მისი გამოფენების მოწყობა იგეგმება.

;

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია