ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები ''სახალხო ბანკის“ საცავებში განთავსდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები ''სახალხო ბანკის“ საცავებში განთავსდა. ;

როგორც “ინტერპრესნიუსს~ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, 2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ტესტები კონფიდენციალური დოკუმენტაციის ბეჭდვაში აღიარებულმა ფირმამ, ბრიტანულმა კომპანია “სტივენ ოსტინმა” დაბეჭდა.;

;2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ტესტების შემდეგი რაოდენობა დაიბეჭდა: ქართული ენა და ლიტერატურა – 31125 ტესტი, ზოგადი უნარები – 31410, ინგლისური ენა – 18840, გერმანული ენა – 3915, ფრანგული ენა – 1230, რუსული ენა – 7710, მათემატიკა – 9690, საქართველოს ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები – 2835, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – 1680 და ლიტერატურა – 1245 ტესტი.;

ცენტრის ინფორმაციით, ტესტების შეფუთვისა და ტრანსპორტირებისას დაცული იყო უსაფრთხოების ყველა ზომა. საგამოცდო ტესტები მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტებში, რომელთა გახსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია. პაკეტები ჩაეწყო ყუთებში და დაილუქა. დალუქული და პალეტებზე განთავსებული ყუთები განთავსდა კონტეინერში, რომელიც სამი სხვადასხვა ტიპის ლუქი დაედო.

საგამოცდო ცენტრებს ტესტები და პასუხების ფურცლები “სახალხო ბანკის~ საცავებიდან უშუალოდ გამოცდის დღეს მიეწოდება.

დალუქული ყუთების ტრანსპორტირება უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანხლებით მოხდება.

1768 წელს დაფუძნებული კომპანია “სტივენ ოსტინი” დღეისთვის; მსოფლიოს 4 კონტინენტზე 20 ქვეყნის საგამოცდო ცენტრსა და განათლების სამინისტროს ემსახურება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე