2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
08:00 საათზე საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 14 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო, ხოლო 09:00 საათზე; – პირველი გამოცდის პირველი სესია.
2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 28 948 აბიტურიენტია რეგისტრირებული. მათგან სტუდენტი 27 624 გახდება, აქედან 25 054 ბაკალავრიატის, 2570 – უმაღლესი პროფესიული პროგრამების.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება შემდეგ ქალაქებში:; სიღნაღი, თელავი, რუსთავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი, ხულო.
საგამოცდო პროცესში ჩართულია 1 100 მეთვალყურე და კურატორი, უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის 30–მდე ბრიგადა. ყველა საგამოცდო ცენტრში განთავსებულია სამედიცინო პუნქტი, ცენტრთან კი მორიგეობს სასწრაფო დახმარების; მანქანა.
2005 წლიდან დღემდე აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში; ერთიანი ეროვნული გამოცდებით – 69 787 სტუდენტი ჩაირიცხა.