ნინო ბურჯანაძის სარჩელის განხილვა საგადასახადო სამსახურის წინააღმდეგ 8 ივლისს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის სარჩელის განხილვა საგადასახადო სამსახურის წინააღმდეგ 8 ივლისისთვის გადაიდო.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ნინო ბურჯანაძის ადვოკატმა გოჩა სვანიძემ განუცხადა, ბურჯანაძეს ქონების გადასახადი წყნეთში მდებარე აგარაკთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა, უკანონოდ დაეკისრა.

~ექსპერტიზა ჩაატარა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ და გაუგებარია რა კრიტერიუმებით შეაფასა სახლის საბაზრო ფასად 12 მილიონი. ჩვენ საგადასახადოს მიერ დარიცხულ თანხას, რომელიც მილიონ ლარზე მეტია უკანონოდ მივიჩნევთ და საგადასახადოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი გვაქვს შეტანილი~,-განაცხადა სვანიძემ.

დღევანდელი სხდომა მოსამზადებელი იყო, სადაც მოპასუხე მხარემ, საგადასახადომ დოკუმენტები წარადგინა, ბურჯანაძის ადვოკატმა კი საქმის მასალების გასაცნობად დრო ითხოვა და სხდომა 8 ივლისისთვის გადაიდო.

ნინო ბურჯანაძეს ხელისუფლებამ წყნეთში მდებარე აგარაკი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა.

;

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა