სასჯელაღსრულების #8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში (სოფ.გეგუთი) საცხობი და თონე გაიხსნა. გახსნას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი; დიმიტრი შაშკინი დაესწრო.; საცხობი;; კომპანია „მეგაფუდმა“ გახსნა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე მსჯავრდებულებს კომპანია „მეგაფუდის“ მიერ დაქირავებული პროფესიონალი მცხობელი შეასწავლის - თონეში ქართული პურის და თანამედროვე საცხობში ცომეული პურ-პროდუქტების ცხობას. სასაწავლო კურსის შემდეგ, მასწავლებლის მიერ შერჩეულ მცხობელებს ექნებათ;; საცდელი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მათი ანაზღაურება იქნება ფიქსირებული 250-300 ლარი ყოველთვიურად. წარმოებული პროდუქტის გაყიდვას უზრუნველყოფს თავად კომპანია „მეგაფუდი“. წარმატების შემთხვევაში წარმოება და შესაბამისად დასაქმებულ მსჯავრდებულთა რაოდენობაც გაიზრდება. კომპანია „მეგაფუდი“ საცხობი-თონის გახსნას უახლოეს მომავლში სასჯელაღსრულების #3 საპყრობილეშიც (ქ.ბათუმი) გეგმავს.
;
;