გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები და აბიტურიენტთა ნაშრომების ასლები განთავსდა.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება დაიწყო.
;;ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge)) განთავსდა; სპეციალური საძიებო სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებისა და საგამოცდო ნაშრომების ასლების ნახვა.
აბიტურიენტებს შედეგებისა და ნამუშევრების ასლების მოძიება შეუძლიათ, ასევე, ვებგვერდზე; -; 2009.ნაეც.გე;;;;
გამოცდების შედეგებსა და ნაშრომების ასლებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად გამოაცხადებს.
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება შედეგების გამოქვეყნების დასრულების შემდეგ.
20 აგვისტოდან აბიტურიენტებს შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ.
;