ლილოს საწარმოო ზონაში ქართულ-ამერიკული ფარმაცევტული ქარხანა გაიხსნება

ლილოს საწარმოო ზონაში, ლოჭინის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს თანამედროვე სტანდარტების ქართულ-ამერიკული ფარმაცევტული ქარხნა გაიხსნება.;

როგორც `ინტერპრესნიუსს~ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქარხანას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი გახსნიან. ასევე, მონაწილეობას მიიღებს ინვესტორი, აშშ მოქალაქე ვარდ ბიჩერ ფლედი, საქართველოში აკრედიტებული აშშ საელჩოს, ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატისა და სხვადასხვა ქვეყნის კომპანიების წარმომადგენლები.

საერთაშორისო სტანდარტების ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა ქართულ-ამერიკულმა ფარმაცევტულმა საწარმომ – შპს “გამა”-მ განახორციელა. ახალი ქარხანა ულტართანამედროვე GMP თავსებადი სატაბლეტე და საკაფსულე ხაზებით, ე.წ. “D” კატეგორისს “სუფთა საწარმოო ზონის” სავენტილაციო, კლიმატკონტროლის, წნევათა სხვაობისა და ყველა საჭირო მოწყობილობით არის აღჭურვილი. ასევე, შექმნილია ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც ნედლეულის, შუალედური პროდუქტების, მზა ტაბლეტებისა და კაფსულების ხარისხის განსაზღვრის ყველა საჭირო ხელსაწყოსა და მეთოდოლოგიას მოიცავს.;

ახალ ქარხანაში 30-მდე დასახელების მედიკამენტი იწარმოება, რომლებიც ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოში გაიყიდება. უახლოეს მომავალში მედიკამენტების დასახელება დაახლოებით 100-მდე გაიზრდება. ასევე იგეგმება ექსპორტის განახლება შუა აზიისა და უკრაინის ბაზრებზე.

საწარმოში 60 ადამიანი დასაქმდება, რომლებმაც შესაბამისი ტრეინინგები და ტესტირება გაიარეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის