სასტუმრო "რედისონის" შენობაზე უცხოურთან ერთად ქართული წარწერაც განთავსდება

;სასტუმრო ”რედისონის” შენობაზე უცხოურთან ერთად ქართული წარწერაც განთავსდება.

როგორც პრესკონფერენციაზე ~კონსერვატორების~ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, ~რედისონის~ ადმინისტრაციისგან მიიღეს საპასუხო წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ადმინისტაცია გაითვალისწინებს პარტიის მოწოდებას და „რედისონის“ შენობაზე ქართულენოვანი წარწერა განთავსდება.

ამასთან, ~კონსერვატიული პარტია~ მოუწოდებს ქართველ მეწარმეებს და ყველა უცხოურ კომპანიას, რომელიც საქართველოში ახორციელებს თავის ბიზნეს პროექტებს, გაითვალისწინონ ”რედისონის” მაგალითი და უცხოენოვან წარწერასთან ერთად ქართულიც განათავსონ. როგორც ~კონსერვატორები~ აცხადებენ, საქართველოს კონსტიტუციის და ”რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული ნებისმიერი რეკლამა უცხო ენასთან ერთად შესრულებული უნდა იქნას ქართულ ენაზე.

~კანონმდებლობის ხსენებული მოთხოვნა უნდა დაიცვას ნებისმიერმა უცხოურმა კომპანიამ, რომელიც საქართველოში სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს.

ამ მოთხოვნას იცავს საქართველოში რეგისტრირებული არაერთი უცხოური ბრენდი, რომლებსაც თავიანთი დასახელება, გარდა ინგლისური ენისა, მითითებული ქართულ ენაზე აქვთ, მაგალითად, ”კოკა-კოლა”, ”მარიოტი”, ”შერატონი” და სხვა~,-განაცხადა ძიძიგურმა.

~კონსერვატორების~ ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე 20-მდე ასეთი წარწერაა: HშBჩ; AVON; GEOთUღ; შABღA; ჩAღთIEშ; შჭAღOVშKI; PღEშENთშ; Fრანკო Fონტანა; ღოცკ კაფე; HSBC; AVON; GEOTUR; SABRA; CARTIES; SWAROVSKI; PRESENTS; Franko Fontana; Rock kafe; DELFOS; GREND SLOT TBILISI; HOTEL VILLA;STEVA MADEN; SEVAHNHILL; BBK; Food Room; Café tbilisi map; DIOR; PRESS.

21 სექტემბერს, „კონსერვატიულმა პარტიამ“ განცხადება გააკეთა სასტუმრო ”რედისონის” შენობაზე სასტუმროს სახელწოდების ქართულ ენაზე განთავსების თაობაზე (არსებულ ინგლისურენოვან წარწერასთან ერთად) და შესაბამისად წერილობით მიმართა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის