შსს-ს თანამშრომელს და პრეზიდენტის დაცვის წევრს მკვლელობაში ადანაშაულებენ

პრეზიდენტის პირადი დაცვის წევრს მერაბ ბერძენიშვილს და მის ძმას ისანი-სამგორის პოლიციის I განყოფილების უბნის რწმუნებულს ვაჟა ბერძენიშვილს მკვლელობაში ადანაშაულებენ.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ გარდაცვლილი ვასილ ამუნიშვილის დედამ, გულიკო მიქაძემ განუცხადა, მისი შვილი სწორედ ძმებმა ბერძენიშვილებმა მოკლეს, თუმცა დამნაშავეები არ დასჯილან.

~ისინი დღემდე რჩებიან თანამდებობებზე და მფარველობენ. საქმეს ისანი-სამგორის პოლიციის V განყოფილების გამომძიებელი ვახტანგ ჩოფლიანი იძიებდა, რომლის თანამშრომელი და თანაკლასელია ერთ-ერთი ძმა ვაჟა ბერძენიშვილი. Mმან არ გამოიძია საქმე და არ დასაჯა დამნაშავეები. საქმე ახლა ქალაქის პროკურატურაში გადავიტანე~,-განაცხადა მიქაძემ.

მისივე თქმით, შემთხვევა 2008 წლის 11 ივნისს მოსკოვის პროსპექტზე მოხდა. გარდაცვლილი მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ძმებ ბერძენიშვილებთან შელაპარაკება მოუვიდა. Kკამათი ქუჩაში გაგრძელდა, რა დროსაც ამუნიშვილი ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმის შედეგად გარდაიცვალა. როგორც გულიკო მიქაძე ამტკიცებს ბლაგვი საგანი, რომელიც გარდაცვლილს თავში ჰქონდა ჩარტყმული მხოლოდ პრეზიდენტის დაცვის წევრებს აქვთ. მისივე თქმით, შემთხვევის შემდეგ მერაბ ბერძენიშვილი, რომელიც პრეზიდენტის დაცვის წევრია სამსახურში აღარ დადიოდა.

~ჩვენ უფროსთან გადავამოწმეთ, რომელმაც გვითხრა, რომ დაეთხოვა სამსახურიდან. პირადი საქმე მაქვს არ მცალიაო~,-განაცხადა მიქაძემ.

აღნიშნულ თემაზე სტატიას დღეს გაზეთი „ყველა სიახლე“ აქვეყნებს.

;

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა