უზენაესი მიზანი ცხინვალი და სოხუმია,; ისევე, როგორც ებრაელი ხალხის მიზანი იყო; იერუსალიმი.
როგორც ბაქარაძემ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ებრაელ ერს ჰქონდა თავისი არსებობის მიზანი და ეს მიზანი; იერუსალიმი იყო.
მისივე თქმით, 2000 წლის განმავლობაში, ებრაელი ერი ატარებდა იერუსალიმს, როგორც თავისი არსებობის უზენაეს მიზანს და დღეს საქართველოს უზანაესი; მიზანი ცხინვალი და სოხუმია.
~ქართველმა ერმა უნდა დაამტკიცოს, რომ ისეთივე ღირსებით ატარებს ამ მიზანს, როგორც იერუსალიმი ატარა ებრაელმა ერმა 2000 წლის მანძილზე” – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ საქართველოს არ დასჭირდება 2000 წლის ლოდინი, მაგრამ რამდენი ხანიც უნდა იყოს საჭირო, ქართველი ერი ამ მიზანს მიაღწევს და რაც მოხდა, არავის არ შერჩება.