„საქართველოს ბანკმა“ „ვესტერნ იუნიონ“-ის კონკურსში მე-9 ადგილი დაიკავა

“საქართველოს ბანკს” ფულადი გზავნილების სისტემის ოპერატორმა “ვესტერნ იუნიონმა”, ნომინაციაში; - “კლუბ 500-ის კონკურსის გამარჯვებულები, 2009” მე-9 ადგილი მიანიჭა.

;როგორც “ინტერპრესნიუსს” “საქართველოს ბანკიდან” აცნობეს, ბანკს მე-9 ადგილი გამარჯვებულთა ათეულში დსთ-ს სივრცეში მოქმედ 130 ბანკს შორის მიენიჭა.

;“ვესტერნ იუნიონის” კონკურსი – “კლუბ 500”-ის გამარჯვებულები ყოველ წელს იმართება და მასში მონაწილეობს “ვესტერნ იუნიონის” 500 საუკეთესო სააგენტო ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

“ვესტერნ იუნიონი” შეფასებას მომსახურების სიმარტივის, სისწრაფის, საიმედოობის, კლიენტის მომსახურების ხარისხის და უსაფრთხოების მიხედვით ახდენს. მონაწილე ბანკების შემოწმებას ახორციელებენ მისტიური მომხმარებელები, რომლებიც აკვირდებიან თუ რამდენად სრულყოფილად არის დაცული “ვესტერნ იუნიონის” მომსახურების სტანდარტები.;;;

“ვესტერნ იუნიონი” დასავლეთ ამერიკის სატელეფონო გაერთიანების სახით 150 წლის წინ, აშშ-ში, ნიუ-იორკში შეიქმნა. დღეს “ვესტერნ იუნიონის” ფულადი გზავნილების ქსელში ჩართულია 200-ზე მეტი ქვეყანა, თანხის განაღდება კი მთელ მსოფლიოში 245 000 პუნქტშია შესაძლებელი.

“საქართველოს ბანკი” პირველი ქართული ბანკია, რომელიც “ვესტერნ იუნიონის” ქსელში გაწევრიანდა. 13 წლის მანძილზე “საქართველოს ბანკი” “ვესტერნ იუნიონის” წამყვანი სააგენტოა.

;

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია