„ქარვასლაში“ ირაკლი აბაშიძის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად ფოტოგამოფენა გაიხსნება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში; („ქარვასლა“) დღეს ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ირაკლი აბაშიძის; 100 წლის იუბილის აღსანიშნავად ფოტოგამოფენა გაიხსნება. გამოფენა პოეტის ცხოვრებასა და მოღავწეობას ასახავს.

პოეტ-აკადემისკოს ირაკლი აბაშიძეს 23 ნოემბერს 100 წელი შეუსრულდებოდა.;; ფოტოგამოფენის ორგანიზატორი არიან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული აკადემია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

ირაკლი აბაშიძე 1909 წლის 23 ნოემბერს ქუთაისის გუბერნიის დაბა ხონში დაიბადა. მისი ნაწარმოებების ბეჭდვა 1928 წელს დაიწყეს.

1931 წელს ირაკლი აბაშიძემ დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი და უკვე სამი წლის შემდეგ, 1934 წელს მონაწილეობა მიიღო საბჭოთა კავშირის მწერალთა პირველი ყრილობის მუშაობაში. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ფრონტზე წავიდა. მოგვიანებით იყო ჟურნალ `მნათობის” მთავარი რედაქტორი.

1953 წლიდან 1967 წლამდე თავმჯდომარეობდა საქართველოს მწერალთა კავშირს. 1960 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. იმავე წელს მისი ხელმძღვანელობით მოეწყო ექსპედიცია იერუსალიმის ქართულ ჯვრის მონასტერში, რომლის დროსაც შოთა რუსთაველის ფრესკა აღმოაჩინეს.

1960 წელს პოეტს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის წოდება მიენიჭა. 1966 წლიდან იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი. 1963 წლიდან ირაკლი აბაშიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული “ვეფხისტყაოსნის” აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიას თავმჯდომარეობდა. 1979 წელს მას სოციალისტური გმირის წოდება მიენიჭა. 1971 - 1990 წლებში ირაკლი აბაშიძე საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. პოეტი-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე 1992 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა.

ირაკლი აბაშიძე ავტორია პოეტური ლექსების ციკლისა `პალესტინა, პალესტინა” (რისთვისაც მას 1966 წელს რუსთაველის სახელმწიფო პრემია მიენიჭა), ციკლისათვის `მწველ ინდიეთში” და `რუსთაველის ნაკვალევზე” ( მას 1972 წელს ჯავაჰარალ ნერუს სახელობის პრემია მიენიჭა).

აბაშიძე რა ერთი პოეტური კრებულის ავტორია. ირაკლი აბაშიძე ქართულ ენაზე თარგმნიდა რუს პოეტებს. რუსულ ენაზეკი, მის ლექსებს თარგმნიდნენ რუსი; პასტერნაკი,; ტარკოვსკი,;; ახმადულინა,;; მეჟიროვი.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე