ლიტერატურული პრემიის ,,გალა” გამარჯვებულები დღეს ფილარმონიაში, საზეიმო ცერემონიალზე გამოვლინდებიან.
როგორც `ინტერპრესნიუსს~ თბილისის საკრებულოდნ აცნობეს, ხუთ კაციანმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც კრიტიკოსები თამაზ ვასაძე და ივანე ამირხანაშვილი, მთარგმნელი და პუბლიცისტი უჩა შერაზადიშვილი, მხატვარი ბაჩა მალაზონია და მთარგმნელი ნინო ქაჯაია შედიან, გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი 100 წიგნიდან 17; შეარჩიეს. გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან.
ნომინაციაში `სამაგიდო წიგნი~ წარდგენილი არიან: 1. ,,20 საუკეთესო მოთხრობა”
(შემდგენელები: ბაკურ სულაკაური, თეა ქიტოშვილი, მალხაზ ხარბედია)
2. მიგელ დე უნამუნო - ესეები (ესპანურიდან თარგმნა მერი ტიტვინიძემ)
ნომინაციაში `წლის წიგნი~ წარდგენილი არიან:
1. ლაშა ბუღაძე - ,,კარიკატურისტი”
2. აკა მორჩილაძე - ,,მამლუქი”
3. როსტომ ჩხეიძე - ,,აგვისტოს შვილები”
4. ბესო ხვედელიძე - ,,თაგვის გემო”
ნომინაციაში `თარგმნილი წიგნი~ წარდგენილი არიან:
1. ემილი ბრონტე - ,,ქარიშხლიანი უღელტეხილი” (ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა)
2. ლუი ფერდინანდ სელინი - ,,მოგზაურობა ღამის დასალიერში” (ფრანგულიდან თარგმნა სიბილა გელაძემ)
3. ტოლკინი - ,,ბეჭდების მბრძანებელი” (ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ)
4. ორხან ფამუქი -; ,,ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” (თურქულიდან თარგმნა ნანა ჯანაშიამ)
ნომინაციაში `საბავშვო წიგნი~ წარდგენილი არიან:
1. ნატო დავითაშვილი - ,,როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან”
2. ზაზა თვარაძე - ,,მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი თავგადასავალი”
ნომინაციაში `წიგნის მხატვრობა~ წარდგენილი არიან:
1. ნატაშა ბაბუნაშვილი – ფრენკ ბაუმის ,,ოზის ჯადოქარი”
2. GAMEძ – ზაზა ბურჭულაძის ,,სხვა გასაღები”
3. ნანა სამანიშვილი – ძმები გრიმების ,,შობის ღამე”
ნომინაციაში `წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი~ წარდგენილი არიან:
1. ,,ვეფხისტყაოსანი” (პროექტის ხელმძღვანელი შავლეგ შავერდაშვილი)
2. ,,ნობელის პრემიის ლაურეატები” (პროექტის ხელმძღვანელი კახმეგ კუდავა)
ლიტერატურული კონკურსი "გალა” საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის ინციატივითა და თბილისის საკრებულოს ეგიდით წელს უკვე მესამედ იმართება. გამარჯვებულები "გალას” სიმბოლოს კოლხური ცულის ასლთან ერთად, უკვე გაზრდილ პრემიას 4-4 ათას ლარსაც მიიღებენ.
"გალას” დაჯილდოების ცერემონიალი ტელეკომპანია `იმედის~ პირდაპირი ეთერით გადაიცემა და მას მუსიკალურად ნიკა მემანიშვილის ორკესტრი გააფორმებს.;