სამართალდამცავებმა მკლავჭიდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ზაურ ცხადაძე დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელმა, სოსო ჯაჭვლიანმა დაუდასტურა.
ჯაჭვლიანის ინფორმაციით, ცხადაძე ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებით ფინანსურმა პოლიციამ დააკავა. სხვა დეტალები მისთვის უცნობია.
დაკავება 21 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა.
;