ყაბარდო-ბალკარეთში ცნობილი ინგუში ოპოზიციონერი მაკშარიპ აუშევი მოკლეს.
; ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,ინტერფაქსი” ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის მაგომედ ხაზბიევზე დაყრდნობით ავრცელებს.
; ხაზბიევის ცნობით, აუშევი საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს. ინციდენტი დღეს, ნალჩიკში, მოსკოვის დროით 09:30 საათზე მოხდა.
; ინგუშეთის ოპოზიციონერი ლიდერის მკვლელობის შესახებ ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებს ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ.