კონსტანტინე გამსახურდია დეპუტატის მანდატის აღდგენასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს სავარაუდოდ დღეს მიმართავს

პარტია “თავისუფლების” ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია დეპუტატის მანდატის აღდგენასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს განაცხადით სავარაუდოდ დღეს მიმართავს.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პარტია “თავისუფლებაში” განუცხადეს.

;პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, რომელშიც შესაბამისი ცვლილება ძალაში 6 ოქტომბერს შევიდა, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დაწერილი განცხადება 3 დღის ვადაში განსახილველად საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს გადაეგზავნება.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი საკითხს ერთი კვირის ვადაში განიხილავს და სათანადო დასკვნას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. ბიუროს კი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს.

შესაბამისად, რადგან მომავალი კვირა პარლამენტში საკომიტეტოა, კონსტანტინე გამსახურდიას მანდატის აღდგენა შესაძლებელია უახლოეს სასესიო კვირის პლენარულ; სხდომაზე მოესწროს.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე