თამბაქოს ინდუსტრიისგან დაზარალებული მოქალაქე ,,LM’’-ის მწარმოებლებს საქართველოში 500 ათას ლარს ედავება

თამბაქოს ინდუსტრიისგან დაზარალებული მოქალაქე გიული ჩხაიძე საქართველოში ,,LM’’-ის მარკის სიგარეტის მწარმოებელ შპს ,,ოჯთ”-ს კომპენსაციის სახით 500 ათას ლარს ედავება.

;; როგორც ,,ინტერპრესნიუსს” ჩხაიძის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა, დაზარალებული მწარმოებელს ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. კერძოდ, ადვოკატის განმარტებით, მწარმოებელმა სიგარეტის კოლოფზე გამაფრთხილებელი წარწერა მხოლოდ ორსულებისთვის გააკეთა, რითაც იგნორირებულია დანარჩენი მომხმარებლის უფლებები.

;; ,,გიული ჩხაიძემ, რომელიც წლების განმავლობაში მოიხმარდა ,,LM’’-ის მარკის სიგარეტს, ცოტა ხნის წინ გაიკეთა ოპერაცია, რის გამოც მიეცა რეკომენდაცია თავი დაენებებინა თამბაქოსთვის, თუმცა, იმის გამო, რომ ორგანიზმი შეჩვეული იყო ნიკოტინს, მან სიგარეტის მოწევას თავი ვერ გაანება”, - აღნიშნა ხატიაშვილმა.

;; მისი თქმით, კოლოფზე რომ ყოფილიყო გამაფრთხილებელი წარწერა - მოწევა იწვევს შეჩვევას, მომხმარებელი მსგავს მდგომარეობში არ აღმოჩნდებოდა.

;; ადვოკატის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით დაზარალებულმა უკვე მიმართა სასამართლოს და პირველი პროცესი 27 ოქტომბერს არის დანიშნული.

;; ,,ეს იქნება უპრეცედენტო პროცესი, ამ ტიპის სარჩელს სასამართლო საქართველოში პირველად განიხილავს”, - აღნიშნა ხატიაშვილმა და განაცხადა, რომ ეს ფაქტი თავისთავად აფრთხილებს სიგარეტის სხვა მწარმოებლებს, რომ; ვალდებულნი არიან დაიცვან მომხმარებლის უფლებები და პროდუქციაზე ყველა მოსალოდნელ შედეგთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი წარწერები გააკეთონ. ,,ამას მათ კანონი ავალდებულებს”, - დასძინა მან.

;; აღიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 14:00 საათზე, კაფე ,,ჯაზუ”-ში ადვოკატ ზაზა ხატიაშვილისა და თამბაქოს კონტროლის ალიანსის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა