თბილისის სამ ქუჩას სახელი შეეცვალა

თბილისში სამ ქუჩას სახელი შეეცვალა.

დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ძველი თბილისის რაიონში, ფასანაურის ქუჩას ცნობილი მსახიობის სოფიკო ჭაურელის სახელი მიენიჭა. ვაკე - საბურთალოს რაიონში მდებარე ვლადმერ ჯიქიას ქუჩას ცნობილი რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას სახელი დაერქვა, ხოლო გლდანი - ნაძალადევის რაიონში მდებარე ნოვოროსიისკის ქუჩა დღეიდან რუსი რეჟისორის ოლგა კონსკაიას სახელს ატარებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა დეტალურად ისაუბრეს თითოეული მათგანის მოღვაწეობაზე და აღნიშნეს, რომ თბილისელებისგან ყოველი მათგანი იმსახურებს ასეთ პატივს.

`ქალბატონ სოფიკოს წარდგენა არ სჭირდება, იგი ნიჭიერი მსახიობი და ყველასათვის საყვარელი ადამიანი იყო. მისი ერთ-ერთი მთავარი როლი "ვერის უბნის მელოდიებშია’’ და ალბათ ყველასათვის სასიამოვნოა, რომ მისი სახელობის ქუჩა ვერაზე, იმ უბანში იქნება, სადაც თავად ცხოვრობდა. რაც შეეხებათ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას და რეჟისორ ოლგა კონსკაიას, ისინი სიმამაცით გამოირჩეოდნენ. ანა პოლიტკოვსკაია თავისი საქმიანობით რუსეთის იმპერიალიზმს ებრძოდა და სწორედ ამას შეეწირა. ორივე ქალბატონმა მსოფლიოს და პირველ რიგში, რუსეთის მოქალაქეებს დაანახეს სიმართლე”, – განაცხადა ზაალ სამადაშვილმა.;

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია