ავთანდილ დემეტრაშვილი საკონსტიტუციო კომისიის დაფინანსების გაგრძელების შესახებ განმარტებას აკეთებს

სახელმწოფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი 2010 წლის ბიუჯეტის პროექტში კომისიისთვის დაფინანსების გამოყოფაზე განმარტებას აკეთებს.;

როგორც “ინტერპრესნიუსს” დემეტრაშვილმა განუცხადა, კომისია მომავალ წელს მხოლოდ იმდენი თვით დაფინანსდება, რამდენიც დასჭირდება მომზადებული კონსტიტუციის პროექტის განხილვასა და საერთაშორისო ექსპერტიზას.

მისივე განმარტებით, კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა დეკემბერში დასრულდება, რომლის პირველი განხილვაც ვენეციის კომისიაში თებერვალ-მარტისთვის იგეგმება, პარალელურად უნდა ჩატარდეს შიდა ექსპერტიზაც.

ხელისუფლების პირობის თანახმად, კომისიამ პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დაასრულოს.

ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, მომავალ წელს კომისია 630 ათასი ლარით დაფინანსდება. კომისიის შენობის ხარჯებს ეკონომიკური განვითარების სამინიტრო, ხოლო ხელფასებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის