უმაღლესში ჩაბარება დამამთავრებელ კლასებში მოსწავლის სწავლის მაჩვენებლებზე იქნება დამოკიდებული

აბიტურიენტებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება დამოკიდებული იქნება საშუალო სკოლებში დამამთავრებელ კლასებში მათი სწავლის მაჩვენებლებზე.

;ამის შესახებ Dდღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და ლექტორებთან შეხვედრისას განაცხადა.

;როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს სკოლებში X, XI და XII კლასებში მოსწავლეები ფაქტობრივად აღარ დადიან და ემზადებიან მხოლოდ იმ ოთხ საგანში, რომლებიც უნივერსიტეტში მოსახვედრად სჭირდებათ. მისი თქმით, ეს უნდა დასრულდეს და საშუალო განათლების ბოლო წლებმა სხვა დატვირთვა უნდა მიიღოს.

;„არ შეიძლება მოსწავლე სკოლას ავტომატურად ამთავრებდეს. გამოცდები სხვა ფორმით უნდა ჩაბარდეს და უნივერსიტეტში ჩაბარება დამოკიდებული უნდა იყოს იმაზე, თუ როგორ სწავლობდა მოსწავლე X, XI და XII კლასებში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს