თბილისის #147-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს განახლდება.
;ამ სკოლაში ვირუსული მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება მეოთხე კლასის მოსწავლეს აღმოაჩნდა. ბავშვი ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
გუშინ შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.