ფრაქცია ‘’ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე გია თორთლაძე ხვალ საზოგადოებას ამერიკული ‘’პატრიოტის აქტის’’ მსგავსი დოკუმენტის პროექტს გააცნობს.
;ინიციატივა, რომლის არგუმენტადაც თორთლაძე ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების და საფრთხეების გაზრდას ასახელებს, ‘’ანტიტერორისტული ღონისძიებების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის შესახებ~ კანონპროექტი იქნება.
;თორთლაძე ინიციატივის პირველად გაჟღერებისთანავე ამბობდა, რომ ის არ გაითვალისწინებს ე.წ. მოსმენების გამარტივებას, როგორც ეს ამერიკულ ‘’პატრიოტთა აქტშია”.
;გია თორთლაძის ინიციატივას პარლამენტში მხარს არ უჭერენ მისი კოლეგა ოპოზიციონერი დეპუტატები. Aასევე, სკეპტიკური დამოკიდებულება იყო საპარლამენტო უმრავლესობაშიც. თუმცა, გია თორთლაძე იმედოვნებდა, რომ ინიციატივის გაცნობის შემდეგ დეპუტატები პოზიციებს შეიცვლიდნენ.
;გია თორთლაძის პრესკონფერენცია ხვალ, პარლამენტის ბრიფინგების ოთახში 14:00 საათზე გაიმართება.