ბათუმს 9 თვეში იუსტიციის სახლი ექნება. იუსტიციის სახლის მშენებლობას საფუძველი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა.
;დაწესებულება ხიმშიაშვილის ქუჩაზე იტალიელი არქიტექტორის პროექტით აშენდება. თანამედროვე აპარატით აღჭურვილ შენობაში იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული სამსახურების ბათუმის ოფისები, ასევე, აჭარისა და ბათუმის პროკურატურა იმუშავებს.
;მოქალაქეები ერთდროულად აღსრულების ბიუროსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მომსახურებითაც ისარგებლებენ. ადგილზე პირადობის, დაბადებისა და ქორწინების მოწმობები, ასევე პასპორტები `ერთი ფანჯრის~ პრინციპით გაიცემა. მოხდება უძრავი ქონების რეგისტრაციაც.
;`იუსტიციის სახლში განთავსდება სამოქალაქო რეესტრი, საჯარო რეესტრი, აღსრულების ბიურო, საქართველოს არქივების დეპარტამენტი, პროკურატურა და რაც ყველაზე მთავარია, პირადობის, დაბადების მოწმობით დაწყებული, ქონების რეგისტრაციით დამთავრებული, ადამიანს ყველა სერვისის ერთად მიღება შეეძლება~, _ განაცხადა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ.