ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილების გამოსახლების ფაქტებს და ამ ფაქტებთან დაკავშირებით პოლიტიკოსების ქმედებებს გამოეხმაურა. საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ “საეჭვოდ, ზოგიერთი ოპოზიციონერი; ზუსტად მაშინ ჩნდება სხვადასხვა ობიექტებში შეჭრილ; დევნილებთან, როცა თვითნებურად დაკავებული შენობების; დაცლა იწყება”.
“კანონმდებლობით, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას დევნილი, თუმცა; ვალდებულია, კერძო მესაკუთრის მოთხოვნზე - ფართის გათავისუფლების შესახებ მყისიერად იმოქმედოს. სახელმწიფო დევნილის უფლებას ყოველთვის იცავდა და დაიცავს, თუმცა, როცა საუბარი თვითნებურად დაკავებული კერძო საკუთრების გათავისუფლებას ეხება, მესაკუთრის უფლებები არავის ახსენდება და ზოგიერთი პოლიტიკოსის მონაწილებით;; არასერიოზილი და უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება, რომ დევნილები გამოაძევეს და ქუჩაში დატოვეს”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო განმარტავს, რომ; მსგავსი ერთ-ერთი ბოლო ფაქტი 20 ნოემბერს მოხდა. კერძოდ, საუბარია ისან-სამგორის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე #37 დახურულ საბავშვო ბაღზე, სადაც დევნილი 20 ოჯახი ცხოვრობდა.
“საბავშვო ბაღის ავარიულობიდან გამომდინარე, შენობის სასწრაფოდ დაცლა გახდა აუცილებელი. შესაბამისად, შენობის დაცლა სწორედ იქ მცხოვვრებთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა. შენობა დაიცალა და იმავე დღეს დაინგრა კიდეც, თუმცა პიარმა ამ შემთხვევაშიც იმუშავა და ფაქტს დევნილთა გამოსახლება და ღია ცის ქვეშ დატოვება დაერქვა”, - აცხადებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.
განცხადებაში ასევე აღნიშნული, რომ გამოსახლებულ დევნილებს სამინისტრომ ფართები რეგიონებში არაერთხელ შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.